» » ერიკ ტენ ჰაგი : დე ლიხტი კლუბს ტოვებს

ერიკ ტენ ჰაგი : დე ლიხტი კლუბს ტოვებს

12-04-2019, 23:19 -ss- სიახლეები 4

ერიკ ტენ ჰაგი : დე ლიხტი კლუბს ტოვებს
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა, გერმანულ საინფორმაციო გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში, საინტერესო კომენტარი გააკეთა მატიას დე ლიხტის შესახებ. მისი განცხადებით, აღნიშნული ფეხბურთელის კლუბიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი საკითხია და არც ის გამორიცხა, რომ ახალგაზრდა უკანახაზელმა ასპარეზობა სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში განაგრძოს.


"აიაქსის" რიგებში მატიას დე ლიხტის დარჩენის არანაირი შანსი არ არსებობს. მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. მატიასი ჩვენს გუნდს ზაფხულში დატოვებს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი სად განაგრძობს იგი ასპარეზობას "ბარსელონაში" თუ მიუნხენის "ბაიერნში".-ციტირებს გამოცემა Süddeutsche Zeitung ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ზემოხსენებული ფეხბურთელი ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილია. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში დე ლიხტმა ერედივიზიის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გატანილი გოლითაც გამოირჩა. გამოცემა transfermarkt ის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულება, 70 მილიონ ევროს შეადგენს.
0

წყარო:

0

Z-A-R-D-O (13 აპრილი 2019 09:16)

ძაან გაასწორებს ამის მოსვლა.
0

Bavaria 333 (13 აპრილი 2019 02:10)

ბარსას უნდა ვაჯობოთ და დე ლიხტი უნდა გადმოვიყვანოდ რამენაირად
0

Makaay 11 (13 აპრილი 2019 00:11)

კითხეთ ერთი ამ კაცს სად იყო დე ლიხტი რონალდოს რო გაქონდა და რას აკეთებდა დე ლიხტი როცა სანეს გაქონდა გოლი chu
0

Makaay 11 (12 აპრილი 2019 23:32)

70 არა700 მლნ აიღEბთ დე ლიხტშI banned

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..