» » ანონსი : "ფორტუნა" - "ბაიერნი"

ანონსი : "ფორტუნა" - "ბაიერნი"

13-04-2019, 11:25 -ss- ანონსი 0 36

გერმანიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, როდესაც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" უპირისპირდებოდნენ (5-0), რობერტ ლევანდოვსკი რიგით მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩებში 200 გატანილ გოლს მოუყარა თავი. აღნიშნული სტატისტიკის ფონზე, ძნელია დაიჯერო რომ გერმანიაში არის გუნდი, რომლის კარებიც პოლონელ მოიერიშეს ამ დრომდე არ დაულაშქრავს.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში წარმოდგენილი 18 გუნდიდან, 17 ლევანდოვსკის გატანილი გოლების სამიზნედ იქცა, გამონაკლისი კი მხოლოდ დუსელდორფის "ფორტუნაა". მომავალ კვირას, რობერტს ექნება კარგი შესაძლებლობა საიმისოდ, რომ ეს "წუნი" გამოასწოროს. fcbayern.com წარმოიგიდგენთ საინტერესო ციფრებს და ფაქტებს მოახლოებული ორთაბრძოლის შესახებ.


მიულერი ყოველთვის იტანს


თომას მიულერს თამამად შეუძლია, რობერტ ლევანდოვსკის კარგი რჩევა მისცეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახერხო დუსელდორფის "ფორტუნას" კარებში გოლის გატანა. 29 წლის "ბავარაიელმა" ამ დრომდე გამართულ სამივე შეხვედრაში აიღო დუსელდორფელთა კარები. მთლიანობაში თომასის ანგარიშზე ხუთი გოლია დაფიქსირებული. ამ მაჩვენებელით, მოქმედი ფეხბურთელებიდან თომას მიულერს მხოლოდ "აიტრახტის" შემტევი - ლუკა იოვიჩი უტოლდება.


"ბავარიელთა" სერია დუსელდორფის წინააღმდეგ


"ფორტუნას" წინააღმდეგ სტუმრად გამართულ პაექრობებში, მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ შვიდი გამარჯვება მოიპოვა. გერმანიის ჩემპიონატში მსგავსი მაჩვენებელი არც ერთ სხვა გუნდს არ აქვს. დუსელდორფში გამართულ ბოლო 4 შეხვედრაში კი მიუნხენელებმა საკუთარი კარების მშრალად შენახვაც მოახერხეს. "ბავარიელთა" ბოლო მარცხი ზემოხსენებული გუნდის წინააღმდეგ 34 წლის წინ ფიქსირდება. შორეულ 1985 წელს "ბაიერნმა" ანგარიშით 4-0 დათმო ორთაბრძოლა.


საერთო სტატისტიკა "რეკორდმაისტერის" სასარგებლოდ მეტყველებს


არც ერთი სხვა გუნდისგან ამდენი მარცხი და გაშვებული გოლი არ მიუღია დუსელდორფის "ფორტუნას", როგორც ეს მიუნხენის "ბაიერნის" შემთხვევაშია. ჩატარებული 47 შეხვედრიდან მიუნხენელებმა 27 ჯერ მოიგეს, 10 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 10 მათგანში "ბავარიელები" დამარცხდნენ. გატანილი გოლების საერთო სტატისტიკა კი 109:62 შეადგენს. "ბავარაია" 1991 წლიდან მოყოლებული არ აგებს ხსენებულ ქალაქში. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მეტოქე გუნდმა "ალიანც არენაზე" ფრეს მიაღწია (3:3)


გუნდი-მოულოდნელობა დუსელდორფიდან


მიმდინარე სეზონში "ფორტუნა" ნამდვილ მოულოდნელობად მოგვევლინა. მოპოვებული 37 ქულით ეს გუნდი ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს ბუნდესლიგაში. 1990/1991 წლებში, დაახლოებით ამავე პერიოდში "ფორტუნას" ანგარიშზე 41 ქულა იყო ასახული. აღნიშნული კლუბი ამ მოცემულობით, გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატში საკუთარ ადგილს, დიდი ალბათობით შეინარჩუნებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..