» » Bild : "ბავარია" ძანიოლოს ტრანსფერით ინტერესდება

Bild : "ბავარია" ძანიოლოს ტრანსფერით ინტერესდება

14-04-2019, 15:36 -ss- ჭორები 0 40

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს, ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი. წყაროს მტკიცებით "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია საფეხბურთო კლუბ "რომას" ნახევარმცველის, ნიკოლო ძანიოლოს შეძენით. სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც - 50 მილიონი ევროს ოდენობით.

19 წლის ფეხბურთელი, "ბავარიელთა" რადარზე მას შემდეგ მოხვდა, რაც გამოირჩა ბრწყინვალე თამაშით, როგორც უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ისე იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში. ძანიოლოს "რომაში" დარჩენის საკითხი დამოკიდებულია იმ ფაქტზე, შეძლებს თუ არა დედაქალაქური კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურის მოპოვებას -აღნიშნავს გამოცემა. ცნობილია, რომ ძანიოლოს შეძენით ასევე დაიტერესებულია ტურინის "იუვენტუსი", მანჩესტერ "სიტი" და "პარი სენ-ჟერმენი".

ახალგაზრდა ნახევარმცველი "რომას" შემადგენლობაში 2018 წლიდან ირიცხება. ამ უკანასკნელმა, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, სერია ა-ს 23 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 4 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..