» » კომენტარები : "ფორტუნა" 1 - 4 "ბაიერნი"

კომენტარები : "ფორტუნა" 1 - 4 "ბაიერნი"

15-04-2019, 10:31 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0 42

კვირას 14 აპრილს, გერმანიის ჩემპიონატის 29-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნი" დუსელდორფის "ფორტუნას" ეწვია და მეტოქე გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 1-4 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "ბავარიელებმა" ბუნდესლიგაში ლიდერის პოზიცია დაიცვეს. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.



ნიკო კოვაჩი : "სრული მატჩის განმავლობაში კონცენტრირებულად ვთამაშობდით და თითქმის არაფრის საშუალება არ მივეცით მეტოქე გუნდს. საბოლოო ჯამში კი დამსახურებულ გამარჯვებასაც მივაღწიეთ. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ჩვენ კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერები ვართ. ლიდერის პოზიციის დათმობას აღარ ვაპირებთ. მანუელმა დაზიანება მიიღო კუნთის იმავე არეში, რაც უწინ აწუხებდა. ხვალ მას სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდება. ვიმედოვნებთ, რომ სერიოზულ გართულებებს ადგილი არ ექნება."

თომას მიულერი -"შეხვედრის პირველივე წუთებიდან, მოწინააღმდეგე გუნდზე ზეწოლას ვახორციელებდით. თამაშში სათანადოდ შესვლას, მთელი მონდომებით ვცდილობდით. ყველა მოელოდა, რომ ამ მატჩში გამარჯვებას მივაღწევდით და ეს შევძელით კიდეც. კომპლიმენტები გუნდს! ნაჩვენები თამაშით კმაყოფილები ვართ. ჩვენ გვქონდა სრული კვირა საიმისოდ, რომ დორტმუნდთან მოპოვებული გამარჯვებით დავმტკბარიყავით. თუმცა ეს ამავე დროს სახიფათოც იყო. სწორედ ამ კუთხით, დღევანდელი პაექრობა განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლდათ. ამავე განწყობით გაგრძელება გვმართებს."

ფრიდჰელმ ფიუნკელი ("ფორტუნას" მთავარი მწვრთნელი) -"ღიად უნდა განვაცხადოთ, რომ დღეს არანაირი შანსი არ გვქონია. "ბავარია" ბრწყინვალედ თამაშობდა, ყურადღების მაღალი კონცენტრაციით და მალევე მოახერხა ორი გოლის გატანა. ამის შემდეგ, ჩვენთვის ძალიან რთული იყო თამაშში დაბრუნება. ბიჭები შეეცადნენ, მაგრამ დღეს უშანსოდ ვიყავით. მიუხედავად ამისა ეს კარგი დღე იყო. ჩვენ ბუნდესლიგაში დარჩენის შესაძლებლობა გავინაღდეთ. ეს გრანდიოზულია. სწორედ ამიტომ, არ მსურს დღეს ბიჭების გაკრიტიკება."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..