» » "ბავარიელები" დავალებებს ასრულებენ და წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ

"ბავარიელები" დავალებებს ასრულებენ და წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ

16-04-2019, 12:31 -ss- მიმოხილვა 0 38

დუსელდორფის "ფორტუნას" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდგომ ჩანიშნულ პრეს-კონფერენციაზე, ნიკო კოვაჩმა მეტოქე გუნდს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა. შეგახსენებთ, მეორე ბუნდესლიგიდან დაწინაურებულმა გუნდმა, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე, უმაღლეს ჩემპიონატში საკუთარი ადგილი დაიცვა. "ამისათვის დიდი კომპლიმენტები ეკუთვნის გუნდს. მომავალი ხუთი შეხვედრის განმავლობაში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, იქნებ ჩვენი დახამრებაც კი შეძლოთ"-ღიმილიანი სახით აცხადებდა ნიკო კოვაჩი.

ხორვატი სპეციალისტი ამ ფრაზის ქვეშ გულისხმობდა, იმ ფაქტს რომ ბუნდესლიგის 33-ე ტურის ეგიდით, დუსელდორფის "ფორტუნა" დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამართავს შერკინებას. რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს მომავალი ჩემპიონობისათვის ბრძოლაში, თუმცა რა თქმა უნდა, "რეკორდმაისტერში" სერიოზულად არავინ დაიწყებს იმაზე ფიქრს და ანალიზს, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს "უცხო დახმარების" შედეგად.


ყველაფერი "ბაიერნის" ხელშია


"ჩვენ სატურნირო ცხრილში ვლიდერობთ და პირველ ადგილზე დარჩენას ვაპირებთ."-აღნიშნა "ბავარიელთა" მთავარმა მწვრთნელმა. მოცემულ მომენტში მიუნხენური კლუბი თავის უშუალო კონკურენტს დორტმუნდის "ბორუსიას" ერთი ქულით უსწრებს. იმ შემთხვევაში თუ "ბაიერნი" ყველა დარჩენილ დაპირისპირებას მოიგებს იგი საჩემპიონო ტიტულსაც გაინაღდებს. "ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, დავალება შევასრულოთ"-ეს ნიკლას ზიულეს სიტყვებია. რობერტ ლევანდოვსკი კი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გუნდში არავის არ ეპარებოდა ეჭვი იმის თაობაზე, შეძლებდა თუ არა "ბავარია" ასეთი საჭირო გამარჯვების მიღწევას.

"ჩვენ ვდომინირებდით ამ ორთაბრძოლაში"-გაანალიზა განვლილი მატჩი ნიკო კოვაჩმა. კინგსლი კომანმა შეხვედრის პირველივე ტაიმში შეძლო დუბლის გაფორმება (15/41წ) "ჩვენ მატჩის პირველივე წუთებიდან თამაშში ვიყავით შესულები."-კმაყოფილი აღნიშნავდა თომას მიულერი. მეორე ტაიმში, სერჟ გნაბრიმ სამამდე გაზარდა ბავარიელთა უპირატესობა, რომელსაც უკვე ყველაფერი უნდა დაესრულებინა თუმცა შეხვედრის არბიტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში "ბავარიელთა" კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რითიც ისარგებლა დოდი ლიუკებაკიომ და ერთი ბურთი გაქვითა კიდეც. 92-ე წუთზე, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ლეონ გორეცკამ დააფიქსირა - 4-1.


ნოიერი 14 დღით გამოეთიშა


"ბევრი ადამიანი ალბათ დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებს დადებული პენალტის თაობაზე. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ეს სწორედ ის არის, რასაც ველოდებოდი ჩემი გუნდისგან"-აღნიშნა ბავარიელთა თავკაცმა. მიუნხენის "ბაიერნს" ასპარეზობის ამავე განწყობით გაგრძელება სურს, თუმცა "წითლებს" გარკვეული ცვლილებების მოხდენა მაინც მოუწევთ. მანუელ ნოიერმა ხსენებულ მატჩში ტრავმა მიიღო და 14 დღით გამოეთიშა ძირითად გუნდს.

ნიკო კოვაჩმა განაცხადა, რომ იგი ასი პროცენტით ენდობა მანუელ ნოიერის შემცვლელს - სვენ ულრაიხს, რომელმაც მიმდინარე საფეხბურთო სეზონში 2 მატჩი ჩაატარა. "ჩვენ შემადგენლობაში ორი კიპერი გვყავს."-დასძინა ნიკლას ზიულემ, რომელიც ასევე თვლის რომ ულრაიხს ნოიერის კომპენსირება შეუძლია. "ყველაფერი ჩვენს ხელთაა, მატჩიდან მატჩამდე წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ჩვენი მიზანია, ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება."-აღნიშნა თომას მიულერმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..