» » Die Welt: კიმიხი რთულ პერიოდს იხსენებს

Die Welt: კიმიხი რთულ პერიოდს იხსენებს

16-04-2019, 12:59 -ss- სიახლეები 0

Die Welt: კიმიხი რთულ პერიოდს იხსენებს
მიუნხენის "ბაიერნის" განაპირა მცველი იოზუა კიმიხი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Die Welt-თან მიცემულ ინტერვიუში, იმ რთულ პერიოდს იხსენებს, როდესაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კლუბის დატოვებას ფიქრობდა. საქმე ეხება კარლო ანჩელოტის მართველობას, როდესაც კიმიხი ხშირად ვერ ხვდებოდა ძირითად თერტმეტეულში. შეგახსენებთ იტალიელი სპეციალისტი "ბაიერნის" რიგებში 2016/2017 წლებში მუშაობდა. 2018 წელს კი მან "ნაპოლი" ჩაიბარა.

"სიმართლე გითხრათ, ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე ვეღარ ვხედავდი საკუთარ მომავალს "ბავარიაში". არ ვიყავი ბედნიერი, რადგანაც ვერ ვიღებდი სათანადო დროს საასპარეზოდ და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, არის თუ არა "ბავარია" ის ერთადერთი კლუბი, რომელშიც შემეძლო თამაში."-ციტირებს გამოცემა Die Welt-ი ახალგაზრდა უკანახაზელის სიტყვებს.

იოზუა კიმიხი "რეკორდმაისტერის" რიგებში 2015 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში 24 წლის მცველმა ბუნდესლიგის 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 2 გატანილი გოლის და 12 შედეგიანი გადაცემის ავტორი.
0

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..