» » DPA : ჰიონესი კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს

DPA : ჰიონესი კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს

16-04-2019, 22:51 -ss- სიახლეები 1

DPA : ჰიონესი კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გამოცემა DPA-სთან მიცემულ ინტერვიუში, კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. "ბავარიელთა" ხელმძღვანელის განცხადებით 20 წლის ფეხბურთელი უდიდესი ნიჭის მქონე შემტევია, რომელსაც სიამოვნებით იხილავდა "რეკორდმაისტერის" რიგებში.


"ჩემი სურვილი იქნებოდა, პირველ რიგში კილიან მბაპესთან გაგვეფორმებინა კონტრაქტი, იგი წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია. მაგრამ ამ გარიგებისთვის საჭირო თანხები არ გაგვაჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ვეცდებით მის გაფორმებას ეს მიმდინარე წელს არ მოხდება." ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა DPA

"პარი სენ-ჟერმენის" რიგებში კილიან მბაპე 2018 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში 20 წლის შემტევმა პარიზული კლუბის მაისური 39 ჯერ მოირგო. გაიტანა 33 გოლი და განახორციელა 17 შედეგიანი გადაცემა. transfermarkt ის ინფორმაციით ზემოხსენებული ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება მოცემულ მომენტში -180 მილიონ ევროს შეადგენს.
0
0

qutaturi (17 აპრილი 2019 01:23)

ნუ ზღაპრობ ული რეალობას დაუბრუნდი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.