» » გვარდიოლა : ეს დიდი ჩავარდნა იყო

გვარდიოლა : ეს დიდი ჩავარდნა იყო

17-04-2019, 10:48 -ss- სიახლეები 0 45

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა რომელიც ამჟამად მანჩესტერ "სიტის" თავკაცის რანგში გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიაში" გატარებულ პერიოდს იხსენებს. პეპის განცხადებით, მან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ მიაღწია, რაც დიდი ჩავარდნა იყო.

"მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელი, სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ამ ტურნირზე უიღბლობით გამოვირჩევი. ჩემს მიერ გაწვრთნილი გუნდები, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევენ და ყოველ ჯერზე მარცხდებიან. ვიცი ბევრი ფიქრობს, თითქოს მაჩესტერ "სიტიში" სწორედ იმიტომ მოვედი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, მაგრამ ეს ასე არ არის. აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემი გუნდით ვითამაშო ისე, როგორც ბოლო 20 თვეა ვასპარეზობთ. აქ ვარ იმისათვის, რომ ვაჩვენო ის ფეხბურთი, რომელიც მსურს."

"ბავარიაში" გატარებული სამი სეზონის განმავლობაში ყველაფრის მოგება შევძელით გარდა უეფას ჩემპიონთა ლიგისა. ეს დიდი ჩავარდნა იყო. რა შემიძლია ამის თაობაზე ვთქვა? ვიღებ ამ მოცემულობას. უნდა შევძლო ამ ტვირთით ცხოვრება, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, ეს ფაქტი მე მაიძულებს კიდევ უფრო უკეთესი გავხდე. ბევრი იტყვის, რომ ეს არასაკმარისი იქნება თუ ხსენებულ ტურნირზე გამარჯვებას ვერ მივაღწევ, მაგრამ მე ბრწყინვალედ მესმის, რომ აქ სხვა შესანიშნავი გუნდებიცაა წარმოდგენილი. ბევრი კლუბი ამ სტადიამდეც კი ვერ მოვიდა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის თუ როგორ ატარებ სეზონის განმავლობაში 11 თვეს. ჩემთვის ინგლისის პრემიერ-ლიგა ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია. მაჩვენეთ რისი გაკეთება შეგიძლიათ, როდესაც სამ დღეში ერთხელ გიწევს თამაში."-ციტირებს The Telegraph პეპ გვარდიოლას სიტყვებს.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..