» » საკადრო საკითხები "ბავარიელთა" ბანაკში

საკადრო საკითხები "ბავარიელთა" ბანაკში

19-04-2019, 11:15
066
მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში ნიკო კოვაჩს საინტერესო გამოწვევები ელის. ერთი და იგივე მოწინააღმდეგესთან 2 მატჩი 5 დღის შუალედში! შაბათს მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის 30-ე ტურში ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება, ოთხშაბათს კი გერმანიის თასის ეგიდით გამართავს ზემოხსენებულ კლუბთან პაექრობას. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, "რეკორდმაისტერის" თავკაცს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნიკლას ზიულე არსებული დისკვალიფიკაციის გამო, გერმანიის სათასო ორთაბრძოლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ნიკო კოვაჩს მატს ჰუმელსის რისკის ქვეშ დაყენება არ სურს. დუსელდორფის "ფორტუნასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ ჰუმელსი "თავს კარგად გრძნობს", თუმცა თუ რეციდივის საფრთხე შეიქმნება, მატსი შაბათს ჩანიშნულ მატჩს გამოტოვებს. ცენტრალურ მცველთან ერთად, საეჭვოა ხამეს როდრიგესის ასპარეზობის საკითხიც. კოლუმბიელს კუნთების პრობლემა აღენიშნება. ორივე ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ იქნება მიღებული.

არის სასიამოვნო სიახლეებიც! დასაბრუნებლად მზად არის კორენტინ ტოლისო. 24 წლის ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სარეაბილიტაციო პერიოდი და ვარჯიშებზე საკუთარი თავის შესანიშნავად წარმოჩენაც მოახერხა. "ის გრძნობს, რომ შეუძლია დაუბრუნდეს შემადგენლობას"-აღნიშნა ხორვატმა სპეციალისტმა. კოკო ტოლისოს ასპარეზობა დიდწილად დამოკიდებული იქნება, სხვა ფეხბურთელების მდგომარეობაზე.

რაც შეეხება არიენ რობენს, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იგი აღნიშნულ შეხვედრაში წარმოდგენილი არ იქნება, ისევე როგორც "ბავარიელთა" კაპიტანი - მანუელ ნოიერი. მიუნხენური კლუბის კარის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სვენ ულრაიხი იქნება. "ჩვენ შეგვიძლია სვენის იმედი გვქონდეს, სწორედ ამიტომ არანაირ შეშფოთებას არ განვიცდი"-დასძინა კოვაჩმა.

საკადრო საკითხები "ბავარიელთა" ბანაკში
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..