» » კოვაჩი: განსხვავებულ "ვერდერს" ველი

კოვაჩი: განსხვავებულ "ვერდერს" ველი

23-04-2019, 13:48
0104
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, მოახლოებულ სათასო დაპირისპირებას გამოეხმაურა. ხორვატი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს რთული შეხვედრა ელის და იგი კარდინალურად განსხვავებული იქნება, შაბათს გამართული მატჩისგან. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის 30-ე ტურის ეგიდით "ბავარიამ" "ვერდერს" უმაპსინძლა და მეტოქე გუნდი მინიმალური სხვაობით დაამარცხა (1-0).


"გერმანიის თასის ეგიდით, ბრემენის "ვერდერთან" გასამართი შეხვედრა სრულიად განსხვავებული იქნება. ის არ იქნება იმ თამაშის მსგავსი, როგორიც სახლში გამართული ბუნდესლიგის მატჩი იყო. მე ველოდები განსხვავებულ "ვერდერს". მოწინააღმდეგეს, რომელიც შეეცდება ტკივილი მიაყენოს "ბავარიას". ჩვენ კიდევ უფრო რთული ორთაბრძოლა გველის, ვიდრე ეს შაბათს იყო."-ციტირებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური ნიკო კოვაჩის სიტყვებს.

გერმანიის თასის ნახევარფინალური შეხვედრა, ბრემენის "ვერდერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის, 24 აპრილს გაიმართება. ბრემენში ჩანიშნული პაექრობა სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..