» » Kicker : ჰიონესი სერჟ გნაბრის შესახებ საუბრობს

Kicker : ჰიონესი სერჟ გნაბრის შესახებ საუბრობს

24-04-2019, 11:58
060
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გერმანულ სპორტულ გამოცემა Kicker-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" შემტევის სერჟ გნაბრის შესახებ საუბრობს. ულის განცხადებით, გნაბრი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რითიც მასზე გაცემული ავანსები სრულად გაამართლა.


"მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, გნაბრი დაგვებრუნებინა გუნდში და გვენახა თუ რისი დემონსტრირება შეეძლო მას მოედანზე. ამჟამად იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, რომლის ყურებაც ერთი სიამოვნებაა. გნაბრი - მიუნხენის "ბაიერნისათვის" სეზონის მთავარი სიურპრიზია. რა თქმა უნდა, დადებით კოტექსტში."-ციტირებს გამოცემა Kicker "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა ნახევარმცველი მიუნხენური კლუბის რიგებში 2017 წლიდან ირიცხება. იმ პერიოდში მხარეებმა სამ წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რის შემდეგადაც გნაბრიმ ერთი სეზონი არენდის წესით "ჰოფენჰაიმის" შემადგენლობაში განვლო. რამდენიმე ევროპული გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ფეხბურთელით "მილანი" ინტერსედება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..