» » "ბავარიას" ფედერიკო კიეზა სურს

"ბავარიას" ფედერიკო კიეზა სურს

24-04-2019, 12:20 -ss- ჭორები 2 43

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს, ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport. როგორც გამოცემა წერს, გერმანული გრანდი დაინტერესებულია, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, "ფიორენტინას" ნახევარმცველი - ფედერიკო კიეზა გაიფორმოს.


დასახელებულია კონკრეტული სატრანსფერო თანხაც, 70 მილიონი ევროს ოდენობით. წყარო ამტკიცებს, რომ "ბავარია" სწორედ აღნიშნულ თანხას ჩამოდის, სასურველი ფეხბურთელის შესაძენად. იტალიელი ტალანტის ტრანსფერით, მიუნხენის "ბაიერნის" გარდა დაინტერესებულია "ნაპოლი", "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი". აქვე ცნობილია, რომ ნეაპოლელებს უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ, თუმცა ამისათვის მათ უფრო მეტი თანხის გაღება მოუწევთ, ვიდრე ეს კონკურენტების შეთავაზებაა.

ფედერიკო კიეზა "ფიორენტინას" აღზრდილია, რომლის დებიუტიც ხსენებულ კლუბში 2016 წელს შედგა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატისა და თასის ეგიდით ჯამში 35 შეხვედრა გამართა. გამოირჩა 12 გატანილი გოლით და 8 შედეგიანი გადაცემით.
1
0

Vako (24 აპრილი 2019 14:35)

კიეზას პლიუს სანე და ეგაა რაა
0

-ss- (24 აპრილი 2019 12:24)

ერთი ის ვერ გავიგე, ფიორენტინას აღზრდილი თუა ნაპოლს რატო აქვს უპირატესი შესყიდვის უფლება. ალბათ კოჭებში რო შეატყვეს რაც იზრდებოდა "ბე" დატოვეს :) , თან ისიც წერია ამ ოფციის გააქტიურებისთვის უფრო მეტი უნდა გადაიხადონო და ეგ რანაირი უპირატესი შესყიდვაა ისედაც ხო იყიდი თუ უფრო მეტს გადაიხდი ვიდრე კონკურენტები იხდიან? think მე ვერაფერი გავიგე წყარო აქვეა და ეგებ თქვენ გაიგოთ

პ.ს transfermarkt ის წყაროც მივუთითე სადაც განსხვავებული სტატისტიკა დევს მის აქტივთან დაკავშირებით

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..