» » ZDF: იოვიჩი "რეალს" უახლოვდება

ZDF: იოვიჩი "რეალს" უახლოვდება

24-04-2019, 12:48 -ss- ტრანსფერები 0 43

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ლუკა იოვიჩის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, არაერთი სიახლე დაწერილა. თუმცა, როგორც ირკვევა ხსენებული შემტევი დიდი ალბათობით საკუთარ საფეხბურთო კარიერას მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში განაგრძობს და არა "ბავარიაში." ამის შესახებ გარკვეულ მინიშნებებს ფრანკფურტის "აინტრახტის" სპორტული დირექტორი - ფრედი ბობიჩი იძლევა.

"არის გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იოვიჩი მადრიდის "რეალში" გადავიდეს. მსურს, ლუკა "აინტრახტში" დარჩეს, თუმცა მე რეალისტი ვარ და კარგად მესმის, რომ შესაძლოა მოვიდეს შესანიშნავი გუნდი, რომელსაც მისი წაყვანა ენდომება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არანაირი არჩევანი არ გვექნება."-ციტირებს გამოცემა ZDF ფრედი ბობიჩის სიტყვებს.

ხსენებული გარიგების სავარაუდო თანხად 50-60 მილიონი ევრო სახელდება. აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 20%-ს, არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, "ბენფიკაც" მიიღებს. იოვიჩის ტრანსფერით ინტერესდებოდა კატალონიური "ბარსელონაც", თუმცა საბოლოო ჯამში მათ თავად თქვეს უარი ხსენებულ გარიგებაზე.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..