» » Bild: კლაუდიო პიზარო "ბავარიაში" ბრუნდება?

Bild: კლაუდიო პიზარო "ბავარიაში" ბრუნდება?

24-04-2019, 15:45
0133
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილ ფეხბურთელს, 40 წლის კლაუდიო პიზაროს, რომელიც მოცემულ მომენტში ბრემენის "ვერდერის" ღირსებას იცავს, საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. როგორც გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild-ი იტყობინება, ჯერჯერობით უცნობია მომავალ სეზონშიც გააგრძელებს თუ არა აქტიურ ფეხბურთში ასპარეზობას ვეტერანი შემტევი.


იმ შემთხვევაში თუ კლაუდიო პიზარო აქტიურ სპორტს დაემშვიდობება და ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს, შესაძლებელია იგი მიუნხენის "ბაიერნის" ადმინისტრაციაში დასაქმდეს. როგორც გამოცემა წერს "ბაიერნს" სურს პიზაროს ელჩის წოდება მიანიჭოს. აღსანიშნავია, რომ ბრემენის "ვერდერსაც" საკუთარი პოზიცია გააჩნია ხსენებულ ფეხბურთელთან დაკავშირებით და არ აპირებს მასთან დამშვიდობებას. ბრემენელებს პერუელის საკუთარი კლუბის სტრუქტურაში შემდგომი ინტეგრირება სურთ.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, პიზაროს საგოლე ალღო ჯერაც არ დაუკარგავს, რაზეც მიმდინარე საფეხბურთო სეზონის სტატისტიკური ანალიზიც მეტყველებს. "ვერდერის" მაისურით გამართულ 26 შეხვედრაში გამოცდილმა მოიერიშემ 5 გოლის გატანა და 2 შედეგიანი გადაცემის განხორციელება მოახერხა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..