» » mainz05.de : ადლერი პროფესიულ კარიერას ასრულებს

mainz05.de : ადლერი პროფესიულ კარიერას ასრულებს

1-05-2019, 16:20
0165
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი რენე ადლერი, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ "მაინცის" ღირსებას იცავს, მიმდინარე სეზონის ბოლოს საკუთარ პროფესიულ კარიერას ასრულებს. 34 წლის კიპერმა, მუხლის არეში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, სეზონის ყველა მატჩი გამოტოვა. აღნიშნული დაზიანება კი მან გასული წლის გაზაფხულზე მიიღო - 2018 წლის 29 აპრილს.


"ჩემი სურვილი იქნებოდა უფრო მეტი მეთამაშა, თუმცა მიუხედავად ტრავმისა მე შესანიშნავი დრო გავატარე "მაინცის" შემადგენლობაში. აქ ბრწყინვალედ მიმიღეს. ძალიან მომწონს ადგილობრივი მოსახლეობა და თავად ქალაქი. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ადგილია პროფესიული კარიერის დასასრულებლად."-განაცხადა ადლერმა.

რენე ადლერი ლევერკუზენის "ბაიერის" აღზრდილია. მისი დებიუტი "ბაიერ 04"-ში შორეულ 2002 წელს შედგა, რომლის შემდეგაც 10 წლის მანძილზე იგი ხსენებული კლუბის ღირსებას იცავდა. 2012 წელს მეკარემ "ჰამბურგს" მიაშურა. 2017 წელს კი "მაინცში" გადაბარგდა. გარდა ამისა, ადლერი 2008-2013 წლებში "ბუნდესნაკრების" რიგებში მოღვაწეობდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..