» » Marca: ეფენბერგი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

Marca: ეფენბერგი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს

3-05-2019, 11:20 -ss- სიახლეები 0

Marca: ეფენბერგი ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული შტეფან ეფენბერგი ესპანურ სპორტულ გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში, ხამეს როდრიგესის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ნახევარმცველის განცხადებით, თავად როდრიგესისათვის იქნება უკეთესი, თუ იგი მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს "რეკორდმაისტერის" რიგებს დაემშვიდობება.


"ხამესს ესაჭიროება იმ ფაქტის გააზრება, რომ მისთვის საუკეთესო ვარიანტი ეს - "ბავარიიდან" წასვლაა. მას სჭირდება ფეხბურთის თამაში და მისგან სიამოვნების მიღება. ამის გაკეთება კი შეუძლებელია თუ სრული მატჩის განმავლობაში საასპარეზოდ 7,10,12 ან 15 წუთი გეძლევა"-ციტირებს გამოცემა Marca შტეფან ეფენბერგის სიტყვებს.

ხამეს როდრიგესის წასვლა-დარჩენასთან დაკავშირებით არაერთი სიახლე დაწერილა. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია 26 აპრილით თარიღდება. ამ დღეს, ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Kicker-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გადაიფიქრა კოლუმბიელი ნახევარმცველის გამოსყიდვა და მას "სამეფო" კლუბში დააბრუნებს. მიზეზად კი ნიკო კოვაჩთან არსებული უთანხმოება სახელდება.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.