» » Kicker : მიულერი იტალიური კლუბების რადარზეა

Kicker : მიულერი იტალიური კლუბების რადარზეა

3-05-2019, 13:07 -ss- ჭორები 0

Kicker : მიულერი იტალიური კლუბების რადარზეა
გერმანული სპორტული გამოცემა Kicker მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველის თომას მიულერის შესახებ, საინტერესო სიახლეს ავრცელებს. მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, ზემოხსენებულმა ფეხბურთელმა შესაძლოა ასპარეზობა იტალიაში განაგრძოს. მიულერის ტრანსფერით ერთდროულად ორი მილანური კლუბია დაინტერესებული. "ინტერისა" და "მილანის" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა მიუნხენელ კოლეგებს და ხსენებული ტრანსფერის თაობაზე კონკრეტული შეთავაზებაც კი გააკეთეს -აღნიშნავს გამოცემა.

როგორც Kicker იუწყება, თომას მიულერის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია ერთი ინგლისური კლუბი, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ მჟღავნდება. რაც შეეხება "მილანელთა" ბანაკს, გუნდში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ჯენარო გატუზოს პოსტი შესაძლოა მარკ ვან ბომელმა ჩაიბაროს, რომელიც წარსულში სწორედ "რეკორდმაისტერის" რიგებში მოღვაწეობდა ფეხბურთელის ამპლუაში. ინტერნეტ-გამოცემა La Repubblica ამტკიცებს, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ამჯერად "შავ-წითელთა" თავკაცის რანგში მოგვევლინება.

თომას მიულერი მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია, რომელმაც მთელი თავისი კარიერა "ბავარიაში" გაატარა. 2007 წლიდან დღემდა მიულერმა "ბაიერნთან" ერთად 19 ტიტული მოიპოვა. transfermarkt-ის ინფორმაციით ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..