» » Omnisport : კოვაჩმა ლიონელ მესი შეაქო

Omnisport : კოვაჩმა ლიონელ მესი შეაქო

3-05-2019, 13:35 -ss- სხვადასხვა 1

Omnisport :  კოვაჩმა ლიონელ მესი შეაქო
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, "ბარსელონას" რიგებში მოასპარეზე არგენტინელი შემტევის - ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ხორვატმა სპეციალისტმა მესის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ იგი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.


"არის მხოლოდ ერთი მესი. არ აქვს მნიშვნელობა რას ვიტყვი მე მის შესახებ, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. შესაძლებელია მხოლოდ მისი გააზრება, ამას კი იგი ნამდვილად იმსახურებს. როგორც მთავარმა მწვრთნელმა, ან ნაციონალური გუნდის კაპიტანმა შეგიძლია "ოქროს ბურთზე" შენი ხმა დააფიქსირო. შეგიძლიათ მენდოთ, მესი ყოველთვის იღებდა ჩემს ხმას. რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა ბრწყინვალე ფეხბურთელები, თუმცა პირადად ჩემთვის იგი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის."

"ამ ყველაფრის ნახვა შესაძლებელია მოედანზე, სადაც მის ბრწყინვალებას აღიქვამს 80, 90 ათასი გულშემატკივარი. შენ იაზრებ სიტყვების გარეშე და უბრალოდ ბედნიერი ხარ, რომ ეს ადამიანი საერთოდ არსებობს და იმყოფება მწვანე გაზონზე. გუნდი მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც გყავს ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი, ის ყოველთვის მოიტანს რეზულტატს."-ციტირებს გამოცემა Omnisport ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
0

წყარო:

0
ამ კაცს სამ რამეში ვეთანხმები 1 მესი რომ ღვთიური სასწაულია 2 ხამესი რომ ფარჩაკია და მისი ადგილი ბაიერნში არ არის და სანჩესი რომ ზებუნებრივად უნიჭოა და არც ამ კრეტინის ადგილი რომ არაა ბაიერნში დანარჩენ საკითხებში თვითონაა რენატო სანჩესი ჰიონესი იდიოტია ეს კრეტინი რომ ვერ ამოიცნო!!!!!!!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.