» » Bild : რიბერის ტრანსფერით "გალათასარაი" ინტერესდება

Bild : რიბერის ტრანსფერით "გალათასარაი" ინტერესდება

5-05-2019, 11:28
0143
ის, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი მოიერიშე ფრანკ რიბერი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასასრულს "რეკორდმაისტერის" რიგებს დაემშვიდობება, სიახლე არავისთვის არ არის. თუმცა კონკრეტულად სად გააგრძელებს ასპარეზობას გამოცდილი ნახევარმცველი ჯერჯერობით უცნობია. როგორც გერმანული საინფორმაციო გამოცემა Bild იტყობინება, ფრანკმა შესაძლოა თურქეთს მიაშუროს და გარკვეული დრო "გალათასარაის" რიგებში დაჰყოს.

მიუხედავად სოლიდური ასაკისა, რიბერის ტრანსფერით დაიტერესებულია არამხოლოდ ზემოაღნიშნული თურქული გრანდი, არამედ რამდენიმე აღმოსავლური კლუბი. ყატარის, საუდის არაბეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ჩემპიონატებში წარმოდგენილი გუნდები ვეტერანი ნახევარმცველის აგენტთან შესაბამის მოლაპარაკებებს მართავენ. რაც შეეხება "გალათასარაის", როგორც Bild წერს რიბერი წინააღმდეგი არ არის არჩევანი სწორედ მათ სასარგებლოდ გააკეთოს.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 35 თამაშიდან, რიბერი 6 გატანილი გოლით და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. "ბავარიასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..