» » Sky Sports: რიბერი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Sky Sports: რიბერი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

8-05-2019, 13:26
0119
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი ნახევარმცველი, ლეგენდარული ფრანკ რიბერი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს. ვეტერანი "ბავარიელის" განცხადებით იგი არ აპირებს აქტიურ სპორტს დაემშვიდობოს და ფეხბურთის თამაშს მომავალი ორი წლის განმავლობაშიც გეგმავს.


"არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა საუბარი იმაზე თუ რა მოხდება შემდეგ სეზონში ნაადრევია. ის, რომ რაღაც მოხდება ეს უეჭველია. ჩემი სურვილია ვითამაშო კიდევ ერთი ან ორი წელი, ამის შემდეგ კი დავბრუნდე მიუნხენში. ეს 100 პროცენტით ასე იქნება. საკითხი გავიარე კლუბის პრეზიდენტთან ული ჰიონესთან და გენერალურ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან. როგორც მოგეხსენებათ, ორი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ასე რომ პირველ რიგში მიუნხენში დაბრუნება მმართებს. შემდგომ შევხედავთ მოვლენების განვითარებას."-ციტირებს გამოცემა Sky Sports ფრანკ რიბერის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი უკანასკნელ სეზონს ატარებს მიუნხენური კლუბის რიგებში. რამდენიმე ევროპული გამოცემა წერს, რომ მომავალ სეზონში იგი "გალათასარაის" ღირსებას დაიცავს. მისი მომსახურებით ასევე დაინტერესებულია ყატარის, საუდის არაბეთისა და ავსტრალიის ეროვნულ ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებიც.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..