» » მიულერი : დასანანი შედეგი დაფიქსირდა

მიულერი : დასანანი შედეგი დაფიქსირდა

12-05-2019, 20:13
0103
მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგთან" გამართულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მატჩი ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულდა. მიულერმა ხსენებულ შედეგს დასანანი ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.


"ჩემი აზრით, შეხვედრის მეორე ნახევარში "ბავარიამ" კარგი თამაშის დემონსტრირება მოახდინა. ვიყავით სათანადოდ განწყობილები იმისათვის, რომ ეს მატჩი მოგვეგო, თუმცა გოლის გატანას ვერ ვახერხებდით. ერთხელ ეს შევძელით, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს დასანანი რეზულტატია, ჩვენ ხომ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ ის რომ საკუთარი თავი საჩემპიონო ტიტულით დაგვეჯილდოვებინა. მომავალ კვირას ჩვენ ასეთი თამაში უნდა ვაჩვენოთ საშინაო კედლებშიც, წინ ფინალი გველის."-ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი თომას მიულერის სიტყვებს.

"დღეს ჩვენ ვიხილეთ ბუნდესლიგის კარგი მატჩი, მრავალი გამოწვევებით შემკული. გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ. გაუქმებული გოლი? მე VAR სისტემის მეგობარი ვარ, გადაწყვეტყილება საკამათო იყო, თუმცა სამართლიანი"-ეს კი ნიკო კოვაჩის სიტყვებია.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..