» » FCB: ლევანდოვსკი "ბაიერნის" შესაძლო ჩემპიონობაზე საუბრობს

FCB: ლევანდოვსკი "ბაიერნის" შესაძლო ჩემპიონობაზე საუბრობს

17-05-2019, 14:37
064
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი გოლიადორი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე საუბრობს. მისი განცხადებით, წლევანდელი ჩემპიონატი განსაკუთრებულია, რადგან გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურამდე გაურკვევლად რჩება.


"გუნდის მიერ გამართულ ვარჯიშებზე, რაიმე ფსიქოლოგიურ წნეხს არ განვიცდით, თუმცა უშუალოდ თამაშის დროს ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ბოლო წლებში, ჩვენ ჩემპიონებას ვინაღდებდით, რამდენიმე ტურით ადრე, მიმდინარე სეზონში კი ორთაბრძოლა უკანასკნელ მატჩამდე გრძელდება. მთელი სეზონის განმავლობაში "ბავარია" დორტმუნდის "ბორუსიასთან" უშუალო კონკურენციაში იყო ჩაბმული. იმ ფაზაშიც კი, როდესაც არც თუ ისე კარგად გამოვიყურებდით. თუ მოვიპოვებთ ჩემპიონობას, ეს ბოლო წლების ყველაზე რთული ჩემპიონობა იქნება."-ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "რეკორდმაისტერი" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს, დორტმუნდის "ბორუსია" კი მიონხენგლადბახს ეწვევა. ორივე მატჩი 18 მაისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..