» » Bild : მარკ ვან ბომელი "ბავარიაში" ბრუნდება?

Bild : მარკ ვან ბომელი "ბავარიაში" ბრუნდება?

17-05-2019, 14:54
0110
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, შესაძლოა საკუთარ თანამდებობას მიმდინარე სეზონის დასასრულს დაემშვიდობოს. როგორც გერმანული გამოცემა Bild იტყობინება, მის შემცვლელად მარკ ვან ბომელი მოიაზრება, რომელიც მანამდე "პსვ ეინდჰოვენის" თავკაცის რანგში გვევლინებოდა. 42 წლის სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნში" 2006-2011 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის მანძილზე მან ორჯერ იზეიმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა და ამავე დროს გახდა ნაციონალური თასის მფლობელიც.


2018 წლის ზაფხულში მარკ ვან ბომელმა "პსვ"-ს მთავარი მწვრთნელის პორტფელი ჩაიბარა. ეს გუნდი მოცემულ მომენტში ერედივიზიის მეორე პოზიციას ისაკუთრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კი, ხსენებული გუნდს ამსტერდამის "აიაქსთან" სამქულიანი ჩამრჩენა აქვს.

რამდენიმე დასავლური გამოცემა იტყობინებოდა, რომ მარკ ვან ბომელის კანდიდატურით საფეხბურთო კლუბ "მილანის" ხელმძღვანელობაც არის დაინტერესებული. შავ-წითელთა მესვეურებს, სურთ რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ჯენარო გატუზო შეცვალოს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..