» » რაფინია : ეს დაუვიწყარი 8 წელი იყო

რაფინია : ეს დაუვიწყარი 8 წელი იყო

17-05-2019, 15:10
074
მიუნხენის "ბაიერნის" ბრაზილიელი ლეგიონერი რაფინია, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "რეკორდმაისტერს" დაემშვიდობება. ფეხბურთელი, რომელიც 2011 წლიდან ასპარეზობს "ბავარიაში" აცხადებს, რომ მას დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიაქვს მიუნხენური გრანდიდან.


"ეს იყო შესანიშნავი 8 წელი, რომლის განმავლობაშიც, მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად მრავალი სასიამოვნო მომენტი გამოვცადე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ასე მოეწყო. თითოეული ფეხბურთელის კარიერა, ადრე თუ გვიან დასასრულს უახლოვდება. მე თან მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს წავიღებ, ეს ბრწყინვალე იყო. თითოეულ წელს აქ გამორჩეული მომენტები მქონდა. 2013 წელი კი განსაკუთრებულია. მაშინ ჩვენ ტრებლი გავიფორმეთ. ეს იყო დაუვიწყარი წელი, არამხოლოდ პირადად ჩემთვის, არამედ ზოგადად "ბაიერნისთვის"

"მე ვერც კი ვიფიქრებდი, რომ გერმანიაში ამდენ ხანს გავჩერდებოდი. პირველი წლები მარტივი არ ყოფილა. ენა, კლიმატი - ჩემთვის, ახალგაზრდა ბიჭისთვის რთული იყო ადაპტირება. და აი გავიდა 13 წელი. უკვე სამი წელია რაც გერმანელი ვარ. ეს დაუვიწყარი 13 წელი იყო. დიდი ხანია რაც ერთად ვართ, თითოეულ დღეს ერთად ვატარებთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და ერთი ოჯახი გავხდით. მე მცირე ხანს კვლავ ვაპირებ თამაშს, ბრაზილიაში ან ევროპაში. კონკრეტულად სად არ ვიცი, გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მივიღებ."-ციტირებს რაფინიას სიტყვებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..