» » კოვაჩი: ვიბრძოლებთ სრული 90 წუთის განმავლობაში

კოვაჩი: ვიბრძოლებთ სრული 90 წუთის განმავლობაში

18-05-2019, 10:14 -ss- ანონსი 0

კოვაჩი: ვიბრძოლებთ სრული 90 წუთის განმავლობაში
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ საუბრობს. გერმანიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბავარიელები" საკუთარ კედლებში ასპარეზობენ და როგორც ხორვატი სპეციალისტი აღნიშნავს, გააკეთებენ ყველაფერს რათა, მორიგი ჩემპიონობა იზეიმონ.


"დარწმუნებული ვარ, "ალიანც არენაზე" მივიღებთ მხარდაჭერის ისეთ დონეს, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია. ჩვენი გუნდი დამატებით მოტივაციას შეიძენს. სრული 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ გამარჯვების მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ. "აინტრახტი"? მათაც აქვთ თავიავთი გეგმები და აპირებენ საჭირო წნეხი განახორციელონ. ზამთარში ყველა ვიმედოვნებდით, რომ კვლავ გვექნებოდა შანსი მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩემპიონობა გვეზეიმა. ახლა სწორედ ეს შანსი გვაქვს და მის გამოყენებას ვაპირებთ."-ციტირებს კოვაჩის სიტყვებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნისა" და ფრანკფურტის "აიტრახტის" დაპირისპირება 18 მაისს თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. პარალელურ შეხვედრაში კი დორტმუნდის "ბორუსია" მიონხეგლადბახს ეწვევა.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.