» » ლევანდოვსკი კვლავ საუკეთესოა

ლევანდოვსკი კვლავ საუკეთესოა

19-05-2019, 11:10
0168
მან კვლავ შეძლო ეს! ზედიზედ მეოთხედ, რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის საუკეთესო სნაიპერია. გატანილი 22 გოლით, ლევიმ უკან ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი პაკო ალკასარი, რომლის აქტივშიც 18 გოლი იყო დაფიქსირებული. "აინტრახტთან" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, პოლონელმა მოიერიშემ, ჟურნალ kicker -ის წარმომადგენლისაგან "ბომბარდირის ზარბაზანი" მიიღო საჩუქრად.

"ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუ გავხდებით ჩემპიონები და ქვემეხსაც მივიღებ"-აცხადებდა მატჩის დაწყებამდე ლევანდოვსკი. მოპოვებული მეოთხე ტიტულით მან უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან კარლ-ჰაინც რუმენიგე და ულფ კირსტენი. წინ მხოლოდ გერდ მიულერია, რომელიც 7 ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო გოლიადორი.

"ამ უდიდესი ფეხბურთელის უკან მდევრის რანგში ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია. იგი ბუნდესლიგის საუკეთესო სნაიპერი 7 ჯერ გახდა, ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო."-აღნიშნავდა პოლონელი.

გარდა ზემოხსენებული საკითხისა რობერტმა უშუალოდ ფრანკფურტის აინტრახტთან გამართული დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა -"ჩვენთვის ეს ფინალი იყო. ვიცოდით, რომ დღეს არამხოლოდ უბრალოდ გამარჯვება გვესაჭიროებოდა, არამედ უნდა გვეჩვენებინა ისიც, რომ გერმანიის ნამდვილი ჩემპიონები ვართ. ძალიან კარგად ვთამაშობდით, ვიღებდით სიამოვნებას და ვიტანდით გოლებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სეზონი მარტივი არ ყოფილა, ჩვენ დავიმსახურეთ ჩემპიონობა. შეხვედრის დაწყებამდე მე ვნახე არიენის და ფრანკის ოჯახები. უნდა ვაღიარო, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე. დღეს გამარჯვების მოპვება მათ გამოც მსურდა - რაფასთვის, არიენისთვის და რიბერისთვის."-ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს "ბაიერნის" პრეს-სამსახური.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..