» » Kicker: "ბაიერნს" ლეროი სანე სურს

Kicker: "ბაიერნს" ლეროი სანე სურს

20-05-2019, 19:20 -ss- ჭორები 0 49

მანჩესტერ "სიტის" შემტევი ლეროი სანე, მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის სფეროში მოექცა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ი ავრცელებს. ზემოაღნიშნული გამოცემის მტკიცებით გერმანული გრანდი სანეს შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. შესაძლო გარიგების ხელშემწყობ ფაქტორად, ასევე სახელდება პეპ გვარდიოლასა და "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას შორის არსებული კარგი ურთიერთობა. რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, იგი მხოლოდ ორ ვარიანტზე ფიქრობს: დარჩენას მანჩესტერულ კლუბში ან ასპარეზობას "ბავარიაში"-აღნიშნავს Kicker.

ხაზგასასმელია ისიც, რომ სანეს ტრანსფერს მადრიდის "რეალიც" განიხილავს. გამოცემა Don Balon-ის მიერ 17 მაისს გამოქვეყნებული ნიუსის თანახმად, სამეფო კლუბს ფეხბურთელით დაინტერესება თავად ამ უკანასკნელის აგენტებმა შეთავაზეს. "სიტის" ხელმძღვანელობა საორიენტაციო ფასად 160 მილიონ ევროს მოიაზრებს.

ლეროი სანე მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ირიცხება. მანამდე 23 წლის ფეხბურთელი გელზენკირხენის "შალკე 04"-ის ღირსებას იცავდა. მანჩესტერულ კლუბს აღნიშნული შემტევის აყვანა 50 მილიონი ევრო დაუჯდა. რაც შეეხება 2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონს, პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში სანემ 31 ჯერ მოირგო "სიტის" მაისური. გაიტანა 10 გოლი და განახორციელა ამდენივე შედგიანი გადაცემა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..