» » Goal : "დორტმუნდელებს" მომავალ სეზონში ჩემპიონობა სურთ

Goal : "დორტმუნდელებს" მომავალ სეზონში ჩემპიონობა სურთ

21-05-2019, 11:13
092
2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონი დასრულდა და მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის ტიტული. დორტმუნდის "ბორუსია" რომელიც მთელი წლის განმავლობაში უშეღავათო პაექრობაში იყო შესული, მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა. "შავ-ყვითელთა" ბანაკის წარმომადგენლები მომავლის იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ მათი გუნდი შემდეგ სეზონში მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

"ჩვენ გაწბილებულები ვართ. რა თქმა უნდა, ბოლომდე არ დაგვიკარგავს იმედი იმისა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. მცირედი დაგვაკლდა, თუმცა სეზონით კმაყოფილი ვარ. არავინ მოელოდა, რომ 76 ქულას მოვიპოვებდით. ამ სეზონში ბევრი სირთულე იყო. გოლს ხშირად არ ვუშვებდით, თუმცა უნდა ვაღიართ, რომ მივიღეთ ისეთი გოლებიც, როგორიც არ გვეპატიება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, თუ როგორ გაგვიმართლა სეზონის პირველ ნახევარში. რამდენიმე ორთაბრძოლის ბედი ბოლო წუთებზე გადავწყვიტეთ. წინ დიდი სამუშაო გველის. მოდით დაველოდოთ რა მოხდება მომდევნო სეზონში."-ციტირებს გამოცემა Goal ლუსიენ ფავრის სიტყვებს.

"ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშე სეზონის განმავლობაში. ვერასდროს ვიფიქრებდი მოვლენების ამგვარ განვითარებას. სეზონის საწყის ეტაპზე, არც თუ ისე ხშირად მიწევდა მწვანე საფარზე გასვლა, მოგვიანებით უფრო მეტი დრო მომეცა. გუნდი დამეხმარა, მთავარი მწვრთნელი მენდობა და მეც მადლიერი ვარ ყველს მიმართ. მომავალ საფეხბურთო სეზონში ჩვენი მიზანი იქნება ჩემპიონატის მოგება და არა უბრალოდ მეორე ადგილი."-აღნიშნა ჯეიდონ სანჩომ Goal-თან საუბრის დროს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..