» » Football Italia : "ინტერს" ბოატენგი სურს

Football Italia : "ინტერს" ბოატენგი სურს

21-05-2019, 11:30
0118
მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა ჟერომ ბოატენგმა შესაძლოა ასპარეზობა იტალიაში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Football Italia იტყობინება, რომელსაც წყაროდ ცნობილი გერმანული პორტალი Bild მოყავს.


ხსენებული გამოცემის მტკიცებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ნერაძურის" ხელმძღვანელობა ბოატენგის გაფორმებას შეეცდება. სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც 20 მილიონი ევროს ოდენობით. თუმცა როგორც გამოცემა წერს "რეკორდმაისტერის" დირექცია მზად არის ფასზე მოლაპარაკებები აწარმოოს. 30 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ, რამდენიმე კვირის წინ წერდა Süddeutsche Zeitung-იც. ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ბენჟამინ პავარისა და ლუკას ერნანდესის გაფორმების შემდეგ "ბოას" სხვა გზა არ დარჩებოდა გარდა წასვლისა. ასევე აღსანიშნავია ნიკლას ზიულეს ფაქტორიც, რომელიც 2018/2019 წლის სეზონში ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

ჟერომ ბოატენგი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2011 წლიდან ასპარეზობს. მანამდე იგი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავდა. აწ უკვე განვლილ სეზონში ბოატენგმა "ბაიერნის" მაისური 23 ჯერ მოირგო და ორი შედეგიანი გადაცემის განხორციელებითაც გამოირჩა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..