» » ვატცკე : ჩვენი გუნდი განვითარებას განაგრძობს

ვატცკე : ჩვენი გუნდი განვითარებას განაგრძობს

24-05-2019, 21:46
0157
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვატცკე ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მიუნხენის "ბაიერნთან" კონკურენციის რეჟიმში იყოს შესული.

"ჩვენ განვითარების მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. გვსურს "ბაიერნის" მდევარი ვიყოთ უახლოეს წლებში. ეს ამბიციური სიტყვებია, თუმცა შევეცდებით მის შესრულებას."-ციტირებს გამოცემა Sport Bild "შავ-ყვითელთა" ხელმძღვანელის სიტყვბს.

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი კი კომენტარს აკეთებს, იმ აქტივობებზე რაც კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე აჩვენა. შეგახსენებთ, "ბორუსიამ" უკვე გაიფორმა ისეთი ფეხბურთელები როგორებც არიან, ნიკო შულცი, ტორგან აზარი და იულიან ბრანდტი.

"გვსურს მუდმივად გაუმჯობესების რეჟიმში ვიყოთ. გასული საფეხბურთო სეზონი ჩვენთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს, ამავე დროს იგი არის ვალდებულება იმისა, რომ მომავალში წარმატებას მივაღწიოთ. თუ ჩვენ კონკრეტული ფეხბურთელის შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ, მაშინ მზად ვართ შესაბამისი თანხებიც გავიღოთ."-აღნიშნავდა ცორკი Sport Bild-თან საუბრის დროს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..