» » talkSPORT : ენდი კოული ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს

talkSPORT : ენდი კოული ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საუბრობს

24-05-2019, 22:19
0128
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ენდი კოული, რობრტ ლევანდოვსკის და პაოლო დიბალას შესაძლო ტრანსფერთან დაკავშრებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ვეტერანი შემტევის განცხადებით, მანჩესტერული კლუბი საკუთარ ტრადიციას არ უღალატებს და ფსონს სწორედ ცენტრ-ფორვარდის დამატებაზე ჩამოვა.


"მანჩესტერ იუნაიტედი ყოველთვის იყო კლუბი, რომელიც ყიდულობს ცენტრ ფორვარდებს. ეს "წითელი ეშმაკების" ერთგვარი ტრადიციაა, რაც ამ დრომდე არ შეცვლილა. ისინი კვლავ ხარჯავენ დიდ თანხებს ცენტრალური თავდამსხმელის შესაძენად. იყიდიან თუ არა ისინი კიდევ ერთს? დიდი ალბათობით ასეც იქნება. იმისათვის, რომ ჩემპიონატში წარმატებას მიაღწიო აუცილებელია ბევრი გოლის გატანა. სწორედ ამიტომ არ გამიკვირდება თუ კიდევ ერთ ცენტრ-ფორვარდს დაიმატებენ."-ციტირებს გამოცემა talkSPORT ენდი კოულის სიტყვებს.

გასულ საფებურთო სეზონში "იუნაიტედმა" პრემიერ-ლიგაში ასპარეზობა, მისთვის უჩვეულო მეექვსე პოზიციაზე დაასრულა. 2019-2020 წლის სეზონში ეს კლუბი ევროპის ლიგის ტურნირზე იქნება წარმოდგენილი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..