» » "ბაიერნი" გერმანიის თასის მფლობელია

"ბაიერნი" გერმანიის თასის მფლობელია

26-05-2019, 09:35
0103
არის დუბლი! გერმანიის დედაქალაქში გამართული სათასო ფინალი, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი "ლაიპციგი" და მიუნხენის "ბაიერნი" უპირისპირდებოდნენ, ამ უკანასკნელის გამარჯვებით ანგარიშით 0-3 დასრულდა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.




კარლ-ჰაინც რუმენიგე -"გასული კვირის გერმანიის ჩემპიონები, ახლა ნაციონალური თასის მფლობელებიც არიან -უკეთესს ვერც ვინატრებდით. დღეს გუნდმა ყველაფერი დიდებულად შეასრულა. გავიტანეთ გოლები, რომელიც მსოფლიო დონეს შეესაბამებოდა.მანუელ ნოიერის სახით კი ჩვენს კარებს ნამდვილი გიგანტი იცავს, რომელიც ამავე დროს სრულიად დამსახურებულად დარაჯობს გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ამაზე უკეთ თამაში შეუძლებელია."

ნიკო კოვაჩი -"როგორც ველოდებოდით "ლაიპციგი" მძიმე მეტოქე აღმოჩნდა. მათ შესანიშნავი მეორე წრე ჩაატარეს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პირველი 30 წუთის განმავლობაში. მანუმ ორჯერ დაგვტოვა თამაშში. თუმცა მთლიანობაში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. "ბავარია" დღეს იზეიმებს ისე, როგორც საჭიროა. ჩატარებული სამუშაოსათვის, დღეს ჩვენ საკუთარ თავი თავადვე დავიჯილდოვეთ"

მანუელ ნოიერი -"ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავიმარჯვეთ. მთელი სეზონის განმავლობაში "ლაიპციგი" ბრწყინვალე ფეხბურთს დემონსტრირებდა დაცვაში. ის, თუ როგორ მოახერხა ამ დაცვის გარღვევა ლევანდოვსკიმ საოცარია. მან დამსახურებულად მოიპოვა მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება. ჩემთვის, ისევე როგორც თანაგუნდელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სეზონი დუბლით დავასრულეთ."

თომას მიულერი -"დღეს სრული 100 პროცენტით დავიხარჯეთ. ჩემი მილოცვა ბიჭებს! ეს იყო დამსახურებული გამარჯვება, რომელსაც თან ახლდა ზღვა ემოცია. მიუხედავად იმისა, რომ ერთად მრავალი ტიტული მოვიპოვეთ, ეს ჯილდო მაინც განსაკუთრებულია. საქმე არ არის მხოლოდ იმ სამ დიდებულ ფეხბურთელში, რომელიც ჩვენს გუნდს ტოვებს. სეზონის განმავლობაში გვქონდა რთული მომენტებიც, მაგრამ მოვახერხეთ და დავუბრუნდით გამარჯვებისკენ მიმავალ ბილიკს. ჩვენ დიდი მონდომება ვაჩვენეთ."

რობერტ ლევანდოვსკი -"დღეს ჩვენს წინაშე მხოლოდ ერთი მიზანი იდგა - გამარჯვების მოპოვება სათასო ორთაბრძოლაში. მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ვმოქმედებდით ბრწყინვალედ და მივაღწიეთ დამაჯერებელ გამარჯვებას. იმ გამონაკლისი ორი შემთხვევის გარდა, რომელსაც პირველ ტაიმში ჩვენს კარებთან ჰქონდა ადგილი, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით. მეორე ტაიმში გატანა შევძელით. გერმანიის თასის მოპოვება ეს გამოსამშვიდობებელი საჩუქარია ფრანკისთვის, არიენისთვის და რაფასთვის. მთლიანობაში ჩვენ კარგი სეზონი ჩავატარეთ."

ფრანკ რიბერი -"მეტოქე ძალიან კარგი იყო, მათ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს. ჩვენც კარგად ვმოქმედებდით. ყოველთვის სასიამოვნოა მსგავს ფინალურ ბრძოლაში ასპარეზობა, რომელსაც თან ახლავს ასეთი ატმოსფერო. ის რაც ჩვენ ერთად შევძელით ჩემს გულში მარად დარჩება. ეს იყო 12 ბრწყინვალე წელიწადი."

ოლივერ მინცლაფი ("ლაიპციგის" დირექტორი) -"რა თქმა უნდა ეს იმედგაცრუება იყო. როდესაც ასე შორს გადიხარ, გსურს რომ გამარჯვებაც მოიპოვო. თამაში კარგად დავიწყეთ, შესანიშნავი 30 წუთი გვქონდა, რომლის დროს დაწინაურებაც შეგვეძლო. პირველი გოლის დროს ცოტა არ გაგვიმართლა. ამის შემდეგ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და მომენტები ვერ გამოვიყენეთ. სწორედ ამის გამო დამსახურებულადაც დავმარცხდით."

პეტერ გულაჩი ("ლაიპციგის" კიპერი) -"30 წუთის განმავლობაში კარგ თამაშს ვაჩვენებდით, ამ პერიოდში დაწინაურებაც შეგვეძლო, სამწუხაროდ მომენტების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. შემდეგ გაგვიჭირდა. "ბაიერნის" ფეხბურთელები კარგად იყენებდნენ თავისუფალ ზონებს და ქმნიდნენ მომენტებსაც. ამიტომაც მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს."

"ბაიერნი" გერმანიის თასის მფლობელია









0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..