» » იოვიჩი : მსურს ასპარეზობა ინგლისში ან იტალიაში განვაგრძო

იოვიჩი : მსურს ასპარეზობა ინგლისში ან იტალიაში განვაგრძო

26-05-2019, 12:08
0190
ფრანკფურტის "აიტრახტის" შემტევი ლუკა იოვიჩი, რომლის მომავალსაც აქტიურად უკავშირებდნენ მიუნხენის "ბაიერნს", სამომავლო გეგმების თაობაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს. იოვიჩის თქმით იგი დაინტერესებულია ასპარეზობა ინგლისში ან იტალიაში განაგრძოს.

"ბუნდესლიგაში საასპარეზოდ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ფიზიკური მდგრადობა. "ჩელსისთან" და "ინტერთან" გამართული მატჩების შემდეგ კი ვიგრძენი, რომ უკეთ თამაში შემიძლია პრემიერ-ლიგაში ან სერია ა-ში. გუნდების სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ეს ტურნირები ჩემთან შესაბამისობაშია."-ციტირებს გამოცემა Marca ლუკა იოვიჩის სიტყვებს.

შეგახსენებთ, 2018-2019 წლის საფეხბურთო სეზონში იოვიჩმა ბუნდესლიგის 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 21 წლის ფეხბურთელი გამოირჩა 17 გატანილი გოლით და 5 შედეგიანი გადაცემით. მისი ტრანსფერით დაინტერესებულია მადრიდის "რეალიც". გამოცემა transfermarkt კი ფეხბურთელის ღირებულებას 55 მილიონ ევროდ აფასებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..