» » FOX Sports: რუმენიგე ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

FOX Sports: რუმენიგე ნიკო კოვაჩის მუშაობით კმაყოფილია

26-05-2019, 13:37
0100
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ნიკო კოვაჩის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ გუნდის ხელმძღვანელობა სრულად ენდობა ხორვატი სპეციალისტის კომპეტენციას.


"რა თქმა უნდა ნიკო გააგრძელებს საკუთარ პოსტზე მუშაობას. ეს არასდროს ყოფილა განხილვის საგანი, მის შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება. საქმე ეხება ტიტულებს, რომლებიც მიუნხენის "ბაიერნისათვის" ძალზედ ფასეულია. მთავარი მწვრთნელის როლი კი ხსენებული ტიტულების მოპოვებაში განუზომელია. გერმანიის თასის ფინალურ შეხვედრაში გუნდმა საკუთარი თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. არავის არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, კოვაჩთან არსებული თანამშრომლობის საკითხი."-აღნიშნავს რუმენიგე გამოცემა FOX Sports-თან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, ნიკო კოვაჩის შეგირდებმა ჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონობა იზეიმეს, 25 მაისს კი ოქროს დუბლიც გაიფორმეს, მოუგეს რა ნაციონალური თასის ფინალური შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგს". კოვაჩი გახდა პირველი ადამიანი გერმანიაში, ვინც ხსენებული "დუბლი" გაიფორმა, როგორც მთავარი მწვრთნელის, ისე ფეხბურთელის რანგში.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..