» » ლეგენდების ორთაბრძოლა : "იუნაიტედი" 5 - 0 "ბაიერნი"

ლეგენდების ორთაბრძოლა : "იუნაიტედი" 5 - 0 "ბაიერნი"

27-05-2019, 10:01
0146
კვირას 26 მაისს, მანჩესტერ "იუნაიტედისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდების დაპირისპირება გაიმართა. საქველმოქმედო მატჩი ეძღვნებოდა "წითელი ეშმაკების" 20 წლის იუბილეს. ეს იყო 1999 წლის დაუვიწყარი საფეხბურთო სეზონის გამოძახილი. მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა და მასპინძელი გუნდის გამანადგურებელი გამარჯვებით ანგარიშით 5-0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პაექრობას ადგილზე თვალს ადევნებდა 61 175 გულშემატკივარი. მანჩესტერ "იუნაიტედის" თერთმეტეულიდან გატანილი გოლებით გამოირჩა ოლე გუნარ სოლსკიაერი, დუაიტ იორკი, ნიკი ბატი, ლუი საჰა და დევიდ ბექჰემი. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობას იგი ასე გამოიყურებოდა:

მანჩესტერ "იუნაიტედი" : შმეიხელი, გარი ნევილი, სტამი, იონსენი, ირვინი, ბექჰემი, ბატი, სქოულზი, ბლუმკვისთი, იორკი, კოული

მიუნხენის "ბაიერნი" : ბუტი, ვიტეჩეკი, დემიჩელისი, მათეუსი, ოტლი, ზე რობერტო, ეფენბერგი, პაულო სერჟიო, ოლიჩი, მაკაი, ელბერი.

90 წუთის განმავლობაში, რა თქმა უნდა გუნდებმა ცვლილებებსაც მიმართეს. მასპინძელთა მხრიდან ორთაბრძოლაში ჩაერთვნენ შემდეგი ფეხბურთელები : გოუვუ, პილკინგტონი, ბრაუნი, ბერგი, სილვესტრი, გრინინგი, პობორსკი, საჰა, სოლსკიაერი, შერინგემი და მეი. სტუმრების მხრიდან კი - დრეერი, ბაბელი, პფლიუგლერი, კუფური, აუგენტალერი, ვან ბუიტენი, ნერლინგერი, სტერნკოპფი, შიუპი, ფინკი, იანკერი და ლუკა ტონი.

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..