» » Sky Sports : ული ჰიონესის რჩევა ჟერომ ბოატენგს

Sky Sports : ული ჰიონესის რჩევა ჟერომ ბოატენგს

27-05-2019, 12:59
0113
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში, "რეკორდმაისტერის" ცენტრალური მცველის ჟერომ ბოატენგის შესახებ საუბრობს და მას ერთგვარ რჩევასაც აძლევს. ჰიონესის განცხადებით, თავად ჟერომისათვის იქნება უკეთესი, თუ იგი მიუნხენური კლუბის რიგებს დაემშვიდობება.


"როგორც მისი მეგობარი, ჩემი რჩევა იქნებოდა დაეტოვებინა კლუბი. მას ახალი გამოწვევა ესაჭიროება. მეუფლება შეგრძნება, თითქოს ბოლო დროს იგი საერთოდ აცდენილია საკუთარ რითმს"-ციტირებს გამოცემა Sky Sports-ი ული ჰიონესის სიტყვებს.

ჟერომ ბოატენგის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო სიახლე მილანის "ინტერს" უკავშირდება. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით "ბავარია" მზად არის ხსენებული უკანახაზელი, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..