» » Goal: მათეუსი სანეს ტრანსფერს მიესალმება

Goal: მათეუსი სანეს ტრანსფერს მიესალმება

28-05-2019, 12:23 -ss- სიახლეები 1 45

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ლეგენდარული ლოთარ მათეუსი ინტერნეტ-გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე საუბრობს. მათეუსის განცხადებით, სანეს ტრანსფერი ყველა მხარესათვის მომგებიანი იქნება და "რეკორდმაისტერმა" აღნიშნული გარიგების განხორციელებისაგან თავი არ უნდა შეიკავოს.


"ფეხბურთელი, რომელიც ჩემი აზრით მომავალ საფეხბურთო სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივარს მოაჯადოვებს, ეს ლეროი სანე იქნება. დარწმუნებული ვარ იგი "ბავარიაში" გადავა. თუ ული ჰიონესი საჯაროდ აცხადებს ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას, როგორც წესი ეს ნიშნავს რომ ტრანსფერი შედგება. ეს კი ბრწყინვალე გარიგება იქნებოდა, სანე ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია."

"გვარდიოლა ამ ფეხბურთელით ბოლომდე კმაყოფილი არ არის. თავად სანეს კი უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდება. თავის მხრივ მიუნხენის "ბაიერნს" ტოვებს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი. ეს ტრანსფერი ყველასათვის სასიკეთო იქნება. ხარისხს ყოველთვის აქვს საკუთარი ფასი და სანეც გაცილებით მეტი ღირს ვიდრე ეს ლუკას ერნანდესის შემთხვევაში იყო. ამ უკანასკნელისთვის კლუბმა მისთვის სარეკორდო თანხა 80 მილიონი ევრო გაიღო. შესაძლოა სანე უფრო იაფი ღირს ვიდრე ნეიმარი, მაგრამ ვფიქრობ რომ 100 მილიონი ევრო ეს ლოგიკური თანხა იქნებოდა. "ბავარიისთვის" ეს ახალი სარეკორდო თანხაა, მაგრამ ლეროი ამად ღირს." - ციტირებს გამოცემა Goal ლოთარ მათეუსის სიტყვებს.
0
0

bayern.77 (11 ივნისი 2019 14:26)

trafaret bayern rekordera აბა რაა,მართალი ხარ ლოთარა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..