» » Bild : ჰიონესი განვლილი სეზონით კმაყოფილი დარჩა

Bild : ჰიონესი განვლილი სეზონით კმაყოფილი დარჩა

30-05-2019, 15:33 -ss- სიახლეები 0 44

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში 2018-2019 წლის განვლილ საფეხბურთო სეზონს აფასებს და აცხადებს, რომ გუნდის მიერ დაფიქსირებული რეზულტატით ბოლომდე კმაყოფილია.

"მე სრულებით კმაყოფილი ვარ! ზეწოლა მუდმივად იზრდება, ჩვენ სუპერ-დასასრული გვქონდა. შობის შემდეგ, ყველა მატჩი კარგად ჩავატრეთ, გამონაკლისი მხოლოდ "ლივერპულთან" გამართული ორთაბრძოლა იყო. "ბავარია" თითოეულ მატჩსა თუ ტურნირში მხოლოდ გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძვის. არ არის სწორი ვთქვათ, რომ მხოლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებული. რას იტყოდით მაშინ, ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო, მაგრამ ამავე დროს ბუნდესლიგაში მერვე პოზიცია დაგვეკავებინა? "ბავარია" თითოეულ მატჩში მაქსიმალურად მობილიზებულია"-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Bild.

გარდა ზენმოხსენებული საკითხისა ჰიონესმა ასევე ისაუბრა ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა : "კონკრეტული ციფრები ამ მომენტისთვის არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინანსური თვალისაზრისით, ეს რთულად ორგანიზებადი ტრანსფერია. ჩვენთვის ყველა პირობა საკმაოდ რთულია."

გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, როდესაც "ბავარიელთა" ხელმძღვანელი სხვადასხვა საკითხებზე საუბრობდა, მან მცირე კომენტარი ტონი კროოსის შემთხვევაზეც გააკეთა და მის გაშვებას შეცდომა უწოდა. -"ხანდახან დგება მომენტი, როდესაც რთულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. კროოსის გაყიდვა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევათაგანია. შესაძლოა ეს შეცდომა იყო."-დასძინა ჰიონესმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..