» » The Guardian: "სიტის" უარი მიუნხენის "ბაიერნს"

The Guardian: "სიტის" უარი მიუნხენის "ბაიერნს"

31-05-2019, 14:53 -ss- სიახლეები 2 47

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივართათვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს, ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Guardian. წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტიმ" ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით "ბავარიელთა" შეთავაზება დაბლოკა. შეგახსენებთ, ორიოდე დღის წინ თავად The Guardian იუწყებოდა იმის შესახებ, რომ "ბავარიამ" კონკრეტული შეთავაზებით მიმართა ინგლისური კლუბის წარმომადგენლებს. ამასთან, სახელდებოდა სატრანსფერო თანხაც 79,5 მილიონი ევროს ოდენობით.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზემოაღნიშნული უარის მიზეზად, გარდა თავად "სიტის" ხელმძღვანელობის პოზიციისა, რომელთაც არ სურთ ფეხბურთელთან განშორება, სახელდება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ლეროი სანეს უკავშირდება. როგორც ირკვევა 23 წლის შემტევს არ სურს სამომავლო გეგმები ბუნდესლიგას დაუკავშიროს -აღნიშნავს გამოცემა.

იმ წარმოქმნილი სირთულეების შესახებ, რომელიც თან ახლავს სანეს ტრანსფერს, რამდენიმე დღის წინ საუბრობდა ული ჰიონესიც -"კონკრეტული ციფრები ამ მომენტისთვის არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინანსური თვალისაზრისით, ეს რთულად ორგანიზებადი ტრანსფერია. ჩვენთვის ყველა პირობა საკმაოდ რთულია."-აღნიშნავდა "ბავარიელთა" ხელმძღვანელი.

როგორც The Guardian-ის ჟურნალისტი წერს, მოცემულ მომენტში "ბაიერნს" ერთგვარი პაუზა აქვს აღებული. "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, რამდენად უღირთ მათ გაზრდილი სატრანსფერო ფასით კონკრეტული შეთავაზების ხელახალი გაკეთება.
0
0

bayern.77 (11 ივნისი 2019 14:24)

100%გეთანხმები
0

-ss- (31 მაი 2019 14:56)

როგორც მათეუსმა თქვა 100 მილიონი ევრო ლოგიკური თანხა იქნებოდა სანეს შემთხვევაში და ბავარიამ უნდა გაიღოს ეს დანახარჯი.

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..