» » Bild : ბეკენბაუერმა იურგენ კლოპი შეაქო

Bild : ბეკენბაუერმა იურგენ კლოპი შეაქო

4-06-2019, 12:04
0107
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი იურგენ კლოპის მუშაობის ხარისხით აღფრთოვანებულია. გამოცემა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში, ბეკენბაუერმა "ლივერპულის" თავკაცის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში იგი საუკეთესო სპეციალისტია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


"კლოპს შეუძლია მყისიერად გადააწყოს თამაში. ის რაც მან დორტმუნდის "ბორუსიაში" დაიწყო, წარმატებით განავითარა "ლივერპულში". ამჟამად კლოპი გერმანული ფეხბურთის სახეა. ჩემი ერთადერთი სურვილია ვიხილო იგი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ეს "მიუნხენელთათვის" იდეალური ვარიანტი იქნებოდა. კლოპი საუკეთესო მწვრთნელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით."-ციტირებს ლეგენდარული "კაიზერის" სიტყვებს გამოცემა Bild

შეგახსენებთ, იურგენ კლოპის თაოსნობით საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" 2018-2019 წლის სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ტურნირი მოიგო. ფინალურ ორთაბრძოლაში "წითლებმა" ტოტენჰემს ჰოტსპურს ანგარიშით 2:0 სძლიეს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..