» » FCB: ხამესი "ბაიერნს" ემშვიდობება

FCB: ხამესი "ბაიერნს" ემშვიდობება

9-06-2019, 11:52 -ss- სიახლეები / მთავარი ამბები 0 42

მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში არენდის წესით მოასპარეზე კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი "რეკორდმაისტერს" ემშვიდობება. როგორც ცნობილი გახდა, "ბავარიამ" უარი განაცხადა ხსენებული ფეხბურთელის გამოსყიდვაზე და შესაბამისად 27 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" დაუბრუნდება. რამდენიმე დღის წინ როდრიგესმა სოციალური ქსელის twitter-ის მეშვეობით ერთგულ ქომაგს მიმართა.

"დიდი მადლობა "ბავარიას", სამწვრთნელო შტაბს, გულშემაკტივარს და მეგობარ თანაგუნდელებს. ეს იყო ორი დაუვიწყარი წელიწადი. მიუნხენში თავს ვგრძნობდი ისე, როგორც საკუთარ სახლში. ჩემთან დარჩება საუკეთესო მოგონებები, ცოდნა და უნიკალური გამოცდილება. ყვალაფრისთვის უღრმესი მადლოება. ვუსრვებ "ბავარიას" მომავალ წარმატებებს."-წერდა როდრიგესი

ის, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოფციის გამოყენებას არ გეგმავდა, თავად განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. Sport Bild-თან მიცემულ ინტერვიუში "ბავარიელთა" ხელმძღვანელი შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა -"ხამესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. მან ჩემთან პირად საუბარში განაცხადა, რომ მისი სურვილი იქნებოდა კლუბს არ გამოეყენებინა გამოსყიდვის ოფცია. ასეთ მოცემულობაში იგი აზრს კარგავს. მას სურს, რომ მუდმივად იყოს წარმოდგენილი ძირითად თერთმეტეულში, ამის თაობაზე გარანტიის მიცემა კი არ შეგვეძლო."-აცხადებდა რუმენიგე 4 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში.

FCB: ხამესი "ბაიერნს" ემშვიდობება
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..