» » დრაქსლერი : კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ

დრაქსლერი : კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ

10-06-2019, 09:57 -ss- სიახლეები 1

დრაქსლერი : კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველი იულიან დრაქსლერი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ევროპული გამოცემა წერდა, რომ დრაქსლერის ტრანსფერით მიუნხენის "ბაიერნი" და "ტოტენჰემი" ინტერესდებოდა.


"აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არ ვაპირებ "პსჟ"-ს დატოვებას. თავის მხრივ, კლუბსაც არაფერი უთქვამს ჩემთვის. მოლაპარაკებებს არავისთან არ ვაწარმოებდი და ამის შესახებ არც არაფერი არ ვიცი."-ციტირებს გამოცემა Bild იულიან დრაქსლერის სიტყვებს.

იულიან დრაქსლერი პარიზული გრანდის შემადგენლობაში 2017 წელს ჩაირიცხა. მისი მოქმედი კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. 2018-2019 წ საფეხბურთო სეზონში დრაქსლერმა საფრანგეთის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 22 მათგანში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. გამოცემა transfermarkt 25 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.
0

წყარო:

0

bayern.77 (11 ივნისი 2019 14:18)

იყავი მერე მაქ და ხეხე სკამი,ვერასოდეს ვერ მოიგებ ლიგას

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.