» » ოფიციალურად: ერნანდესი „ბავარიელია“

ოფიციალურად: ერნანდესი „ბავარიელია“

3-07-2019, 10:25
085
ლუკას ერნანდესისათვის 1 ივლისი განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა. ამ დღეს იგი ოფიციალურად გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ სრულფასოვანი წევრი. შეგახსენებთ, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჯერ კიდევ მარტის თვეში მოაწერა კონტრაქტს ხელი, რომლის თანახმადაც იგი ბავარიულ გრანდში 2024 წლამდე იასპარეზებს. „ვამაყობ იმით, რომ ამ კლუბის წარმომადგენელი ვიქნები და მისი სახელით ვიასპარეზებ ყველა ტურნირზე.“-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს 23 წლის უკანახაზელი.

დაცვითი თამაშის სპეციალისტი უკვე რამდენიმე თვეა რაც მიუნხენში იმყოფება. აქ იგი ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა, რომელსაც უშუალოდ ბავარიელი ექიმები ხელმძღვანელობდნენ. „მოცემულ მომენტში ყოველდღიური ვარჯიშით ვარ დაკავებული, ვიმედოვნებ ახალ სეზონს 100% იანი მზადყოფნით შევხვდები. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ და ყოველ დღე უკეთესი ვხდები“-აღნიშნავდა ერნანდესი, რომელიც „ბავარიაში“ 21 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ერნანდესი უახლოეს მომავალში სავარჯიშო დატვირთვების გაზრდას გეგმავს, რადგან მომავალი საფეხბურთო სეზონისათვის მზადებას თანაგუნდელებთან ერთად შეუდგეს. „იმედს ვიტივებ მომავალი წელი წარმატებული იქნება და ერთად მრავალ ტიტულს დავეუფლებით. ტიტულები ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ფეხბურთში!“-დასძინა „ბავარიელთა“ ახალწვეულმა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..