» » ოფიციალურად: პავარი "ბაიერნის" ახალი წევრია!

ოფიციალურად: პავარი "ბაიერნის" ახალი წევრია!

3-07-2019, 10:44 -ss- ტრანსფერები / მთავარი ამბები 0

ოფიციალურად:  პავარი
ნება გვიბოძეთ წარმოგიდგინოთ, ეს ბენჟამენ პავარია! მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ორშაბათი დღიდან მიუნხენის „ბაიერნის“ ახალი წევრი. ფრანგი ფეხბურთელის ოცნება ასრულდა. „ბავარია“ ან არაფერი“ -განაცხადა 23 წლის მოთამაშემ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ თუ სად გააგრძელებდა იგი საკუთარ პროფესიულ კარიერას.


2016 წლის ზაფხულში ზემოხსენებული მცველი საფეხბურთო კლუბ „შტუტგარტის“ რიგებში ჩაირიცხა. მანამდე კი „ლილის“ ღირსებას იცავდა. ახალ გუნდთან ერთად მალევა მოახერხა ბუნდესლიგაში დაბრუნება. გერმანიის უმაღლეს დივიზიონში ფრანგმა უკანახაზელმა სულ 61 ორთაბრძოლა გამართა და ერთი გატანილი გოლითაც გამოირჩა. ამჯერად კი მან მორიგი ნაბიჯი გადადგა საკუთარ ცხოვრებაში და გერმანიის მოქმედ ჩემპიონს შეუერთდა.

ბენჟამენ პავარი, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ვარჯიშს მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან შეუერთდება. ამ დროს იგი უკვე საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. ივნისის შუა რიცხვებამდე ფრანგი ფეხბურთელი ნაკრების რიგებში იყო მივლინებული და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებშიც იღებდა მონაწილეობას, რის გამოც მან შვებულების გახანგრძლივება დაიმსახურა.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.