» » Sport.es: „ბარსამ“ ბავარიელთა წინადადება დაბლოკა

Sport.es: „ბარსამ“ ბავარიელთა წინადადება დაბლოკა

3-07-2019, 11:04 -ss- ტრანსფერები / ჭორები 0

Sport.es: „ბარსამ“ ბავარიელთა წინადადება დაბლოკა
როგორც გამოცემა Sport.es იტყობინება, მიუნხენის „ბაიერნმა“ კატალონიურ გრანდს უსმან დემბელეს ტრანსფერთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებით მიმართა.

გამოცემის მტკიცებით, „ბავარია“ მზად იყო 22 წლის ფეხბურთელის გაფორმებისათვის 70 მილიონი ევრო გაეღო. ხსენებული თანხა კი არასაკმარისი აღმოჩნდა „ბარსელონას“ ბოსებისათვის, რის შედეგადაც მათ გერმანული კლუბის შეთავაზება დაბლოკეს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ „ბარსელონა“ მზად არის დათმოს აღნიშნული მოთამაშე თუ სატრანსფერო თანხა 95 მილიონი ევრო იქნება -აღნიშნავს წყარო.

დემბელე კატალონიურ გრანდს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. მანამდე იგი დორტმუნდის „ბორუსიას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. „ბარსელონას“ ფეხბურთელის აყვანა 125 მილიონი ევრო დაუჯდა. 2018/2019 წლის განვლილ სეზონში დემბელემ ესპანეთის ჩემპიონატის 29 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 8 გატანილი გოლის და 5 შედეგიანი გადაცემის ავტორი. რაც შეეხება „ბარსასთან“ გაფორმებულ კონტრაქტს, იგი ძალაში 2022 წლამდეა გათვალისწინებული.

ის, რომ ხსენებული ფეხბურთელის მიმართ ინტერესდებოდა „ბავარია“ და უშუალოდ მისი სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, არახალია გამოცემა France Football-ისთვისაც. როგორც წყარო აღნიშნავდა კომუნიკაცია უკვე შედგა ფეხბურთელის უახლოეს გარემოცვასთან. ბავარია ელოდება ანტუან გრიზმანისა და ნეიმარის ტრანსფერის განხორციელებას რაც დიდ ზეგავლენას იქონიებს სატრანსფერო ფასზე, აღნიშნავდა გამოცემა.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.