» » Bild : კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

Bild : კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

3-07-2019, 11:44 -ss- სიახლეები 1

Bild : კროოსი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი, მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. კროოსი მანჩესტერ „სიტის“ ხელმძღვანელობას ერთგვარ რჩევას აძლევს და აცხადებს, რომ მათ არ უნდა დაუშვან ხსენებული გარიგების განხორციელება.

„ჩემი აზრით ლეროი „ბავარიაში“ არ გადავა. ეს უბრალოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. მანჩესტერ „სიტის“ ადგილზე მე არ მივცემდი სანეს წასვლის შესაძლებლობას, უკიდურეს შემთხვევაში კი მოვითხოვდა იმ ოდენობის სატრანსფერო თანხას, რომლის გაღებაზეც „ბაიერნი“ უარს განაცხადებდა.“ ციტირებს გამოცემა Bild ტონი კროოსის სიტყვებს.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ული ჰიონესმა. „ახალი ფეხბურთელების შესაძენად უკვე დავხარჯეთ 120 მილიონი ევრო. ჩვენ მოვიგეთ ორი ტიტული და არ ვფიქრობ რომ მუდამ ახალ ტრანსფერებზე უნდა ვსაუბრობდეთ. აგვისტოში ჩვენ ძლიერი გუნდი გვეყოლება. შესაძლებელია თუ არა სანეს ტრანსფერი მაღალი ფასის გამო ჩაიშალოს? თუ მისი სურვილი იქნება ჩვენთან გადმოსვლა, ვფიქრობ ეს საკითხი მოგვარდებოდა.“ აცხადებდა ჰიონესი გამოცემა Bayern & Germany თან საუბრის დროს.
0
0

TAMARA (4 ივლისი 2019 02:34)

აჰა თქვენი კროოსი. დააბრალეთ ეხლა ბოსებს ამის წასვლა. ამაზე დამპალი და ამაზრზენი ალბათ მარტი სააკაშვილია ამ ქვეყნად

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.