» » ოფიციალურად : ჰუმელსი „დორტმუნდს“ დაუბრუნდა

ოფიციალურად : ჰუმელსი „დორტმუნდს“ დაუბრუნდა

3-07-2019, 12:00
0108
მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი საკუთარ პროფესიულ კარიერას დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგებში განაგრძობს. „შავ-ყვითელთა“ პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ 30 წლის უკანახაზელთან წარმოებული მოლაპარაკება დასრულდა და რომ იგი მომავალ სეზონში „დორტმუნდის“ ღირსებას დაიცავს. სახელდება კონკრეტული სატრანსფერო თანხაც 20 მილიონი ევროს ოდენობით.

„მსურს სრულიად მიუნხენის „ბაიერნის“ სახელით მატს ჰუმელსს დიდი მადლობა გადავუხადო. მასთან ერთად სამი წლის მანძილზე ზედიზედ ვხდებოდით ჩემპიონები. განვლილ სეზონში კი გერმანიის თასსაც დავეუფლეთ. ამ წარმატებებში მისი წვლილი დიდია. მატს და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.“ -ეს „ბავარიელთა“ სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებია.

ჰუმელსი მიუნხენის „ბაიერნის“ აღზრდილია. „ბაიერნის“ ძირითად გუნდში ასპარეზობა მან 2007 წელს დაიწყო. 2007/2008 წლის შუა პერიოდში იგი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბრგდა სადაც 2016 წლამდე ასპარეზობდა. 2016 წლის ზაფხულიდან კი კვლავ „რეკორდმაისტერის“ რიგებს დაუბრუნდა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..