» » Sky Germany: ლევანდოვსკი "ბავარიაში" 2023 წლამდე დარჩება

Sky Germany: ლევანდოვსკი "ბავარიაში" 2023 წლამდე დარჩება

6-07-2019, 10:59 -ss- სიახლეები / ჭორები 0

Sky Germany: ლევანდოვსკი
მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებისთვის საინტერესო სიახლეს ავრცელებს გამოცემა Sky Germany. ხსენებული წყაროს მტკიცებით "რეკორდმაისტერის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი ახალი კონტრაქტის ხელმოწერასთან ახლოს არის, რაც გუნდში მის დარჩენას 2023 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს.

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე მიაღწია კონსესუს რობერტ ლევანდოვსკის აგენტთან (პინი ზახავი). მხარეებს კონტრაქტის უკანასკნელი დეტალებიღა დარჩათ განსახილველი. პოლონელი ფორვარდი მოცემულ მომენტში შვებულებაში იმყოფება, ასე რომ თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადება, შვებულების დასრულების შემდეგ გაკეთდება - აღნიშნავს გამოცემა.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნს" 2014 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მანამდე კი ფეხბურთელი დორტმუნდის "ბორუსიას" ღირსებას იცავდა. კიდევ უფრო ადრეულ წლებში პოლონელი გოლიადორი "ლეხის", "ლეგია 2"-ის, "ზნიჩის" და "დელტას" რიგებში ასპარეზობდა.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.