» » Suddeutsche Zeitung : ნოიერი "ბაიერნს" ემშვიდობება?

Suddeutsche Zeitung : ნოიერი "ბაიერნს" ემშვიდობება?

7-07-2019, 10:33 -ss- სიახლეები 0

Suddeutsche Zeitung : ნოიერი
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" კარის დარაჯი მანუელ ნოიერი შესაძლოა "რეკოტრდმაისტერს" დაემშვიდობოს. ამის შესახებ გარკვეული მინიშნება ფეხბურთელის აგენტმა თომას კროტმა გააკეთა, როდესაც ეს უკანასკნელი გამოცემა Suddeutsche Zeitung-თან მორიგ ინტერვიუს წერდა. შეგახსენებთ, მანუელ ნოიერს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.


"ნოიერს სურს გამარჯვება მოიპოვოს, როგორც ევრო-2020 წლის ჩემპიონატზე ისე უეფას ჩემპიონთა ლიგაზე. იგი ორიენტირებულია წარმატებებზე. მაქვს განცდა, რომ სხვაობა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ-4 გუნდსა და "ბაიერნს" შორის საგრძნობლად გაიზარდა. მოცემულ მომენტში "ბავარიალთა" შემადგენლობა არ არის ისეთი კონკურენტუნარიანი, რომ ნოიერის ამბიციები დააკმაყოფილოს."

"დიდი ალბათობით ნოიერი კვლავ ბრწყინვალე იქნება, როდესაც დაინახავს ერთგვარ ბიძგს "ბაიერნის" მხრიდან. იგი არ აპირებს 2021 წელს ფეხბურთიდან წასვლას. მან ახლა უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდება მისი მომავალი. კონტრაქტის გაგრძელება და საკუთარი კარიერის "ბავარიაში" დასრულება რა თქმა უნდა, ვარიანტია თუმცა არა ერთადერთი."-ციტირებს თომას კროტის სიტყვებს გამოცემა Suddeutsche Zeitung.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.