» » პირველი სავარჯიშო კვირის გეგმები

პირველი სავარჯიშო კვირის გეგმები

7-07-2019, 16:08 -ss- სიახლეები 0

პირველი სავარჯიშო კვირის გეგმები
ორშაბათს 8 ივლისს, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები 2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონისათვის მზადებას შეუდგებიან. დილით მოთამაშეებს ფიზიკური მდგრადობის შესამოწმებელი ტესტი ელით. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები. ხსენებული მოთამაშეები ძირითად გუნდს პარასკევს შეუერთდებიან.


სხვადასხვა სავარჯიშო დატვირთვების პარალელურად, "ბავარიელებს" პრესის წარმომადგენლებთანაც ელით შეხვედრა. ორშაბათს, თბილისის დროით 16:00 საათზე, "ალიანც არენაზე" ლუკას ერნანდესის ოფიციალური წარდგენა მოხდება. 23 წლის მსოფლიო ჩემპიონის პრეზენტაციას დაესწრება და სიტყვით გამოვა "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე. სამშაბათს 9 ივლისს ჟურნალისტების შეკითხვებს ზებენერშტრასეზე არსებულ მედიაცენტრში, ნიკო კოვაჩი უპასუხებს. ყოველივე ამას კი იან-ფეტ არპის პრეზენტაცია მოყვება.

რაც შეეხება "ბავარიელთა" მესამე ახალწვეულს ბენჟამენ პავარს, მას მიუნხენში პარასკევს ელიან. (ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი). მსოფლიოს ჩემპიონი მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს, ჰასან სალიჰამიჯიჩთან ერთად გასცემს პასუხს.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.